ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ანტრეპრენერი და მოდელი კარლი კლოსი თავის მილიარდერ ქმარ, ინვესტორ ჯოშუა კუშნერთან ერთად საკულტო ჟურნალ Life Magazine-ს ძველ დიდებას უბრუნებს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ წყვილი საგამომცემლო უფლებებს Dotdash Meredith-სგან ყიდულობდა, რის შედეგადაც საკულტო ჟურნალი რეგულარულ ბეჭდურ გამოცემას დაუბრუნდება. გარიგება Bedford Media-ს საშუალებით იქნა მიღწეული, ახალი მედია კომპანიის, რომლის გენერალურ დირექტორადაც კლოსი გვევლინება.

Life Magazine მეორე ჟურნალია, რომელიც კლოსის და მისი კომპანიის, Bedford Media-ს, განკარგულებაში მოექცა. გასული წლის დეკემბერში მან ჟურნალი i-D შეიძინა, რომლის გარეკანსაც სამოდელო კარიერის აქტიურ ეტაპზე თავადაც ამშვენებდა.