კარა დელევინისა და პუმას თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, მოდელმა ბრენდისთვის იოგის მდგრადი სამოსი შექმნა. კოლექციის სახელია Exhale და მის შესაქმნელად, ნაჭრებში, 70% გადამუშავებული პოლიესტერია გამოყენებული.
“იოგა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, მან ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე,” ამბობს მოდელი. “ძალიან გამიხარდა, როდესაც პუმამ შემომთავაზა იოგის ხაზზე მუშაობა. ჩვენ გვსურს გარემოზე ზრუნვა, ამიტომაც ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმოებისას, ბუნება მინიმალურად დაგვებინძურებინა. ამიტომ, ამ კოლექციას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს მაძლევს საშუალებას ვიყო მშვიდად და უბრალოდ ამოვისუნთქო.”
Exhale-ისთვის პუმამ არა მხოლოდ გადამუშავებული პოლიესტერი გამოიყენა, არამედ ითანამშრომლა First Climate-თანაც. მათი დახმარებით პუმამ მინიმუმამდე დაიყვანა ნახშირბადის გამოყოფა და კოლექცია ვიეტნამში მდებარე მცირე ზომის სათბურებში დაამზადა.
კარა დელევინის და პუმას ახალი კოლექცია ხელმისაწვდომი დღეიდან იქნება, ხოლო მეორე ნაწილი გაყიდვაში აპრილში ჩაეშვება.