კარა დელევინი მაღალტექნოლოგიური სექს-სათამაშოებისა და მოწყობილობების კომპანია Lora DiCarlo-ს თანამესაკუთრისა და კრეატიული მრჩევლის ამპლუაში შეუერთდა. კომპანია ქალებზე, LGBTQ+ თემსა და მათ სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. დელევინმა ჟურნალ dazeddigital-თან საუბრისას აღნიშნა:

Lora DiCarlo-ის ხედვას თავიდანვე ვიზიარებდი. ეს არის კომპანია, რომელიც სწორ აქცენტებს სვამს და ზუსტ გზავნილებს გასცემს ჯანმრთელ სქესობრივ ცხოვრებასთან მიმართებით. ის ყველას საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად სიამოვნების მიღებისაკენ უბიძებს. ჩემი საქმიანობის ფარგლებში მსურს, მომხმარებელს უკეთ გავუგო. შევიტყო პროდუქტებისაგან რის დანაკლისს განიცდიან და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ .

28 წლის მოდელი ამბობს, რომ სურს საკუთარი რესურსი და ეს პლატფორმა ახალგაზრდა ქალების გაძლიერებისათვის გამოიყენოს.

ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სასირცხვილო და ტაბუდადებული თემაა. იმედი მაქვს, ამ მიდგომას შევცვლი. ჩვენ ადამიანები ვართ, შესაბამისად, ყველას საერთო მოთხოვნილებები და საჭიროებები გვაქვს. და მაინც, ქალებს გვრცხვენია იმაზე საუბარი, თუ როგორ ვზრუნავთ საკუთარი თავისათის სიამოვნების მინიჭებაზე. ვიმედოვნებ, ბარიერს დავარღვევ და ყველას ვაჩვენებ, რომ ამ თემის განხილვა ღიად და თავდაჯერებულად შეგვიძლია.