გაზაფხული/ზაფხული 2019 წლის შოუები სექტემბერში უკვე ვიხილეთ. იანვარში ტრადიციულად,ბრენდები თავიანთ კამპანიებს ავრცელებენ. იხილეთ პრადას, დიორის,ბარბერისა და სენ ლორენის გაზაფხული/ზაფხული 2019-ის კამპანიები

Prada s/s 2019
მოდელები:
Freja Beha Erichsen, Gigi Hadid, Maike Inga, Liu Wen ,Anok Yai, Daan Duez, Jonas Gloer, Tae Min Park

იტალიური მოდის სახლი პრადა 1913 წელს დაარსდა, იგი დღესაც იპყრობს ყურადღებას ელეგანტურობითა და ugly-pretty ესთეტიკით. იანვარში ბრენდმა პრადა 365-ის კამპანია გაავრცელა.   2016 წელს, როდესაც პრადას გაყიდვები 40%-ით შემცირდა, იტალიურმა ბრენდმა გადაწყვიტა სარეკლამო ტაქტიკა შეეცვალა და განეახლებინა. სწორედ ასე შეიქმნა პრადა 365, რომელიც მოიცავდა პრინტს,ონლაინ და სოციალურ მედიას,უარყოფდა მხოლოდ ერთი კამპანიის ქონას თითოეული სეზონისთვის,იქნებოდა მეტად სპონტანური,განსხვავებული იდეებით,მოდელებითა და ფოტოგრაფებით და რაც მთავარია ,მეტი კონცენტრაცია იქნებოდა პროდუქტის მიმართ.

ქალი,კაცი,რეალური,გამოგონილი,მოძრაობა,უძრაობა- სწორედ ეს გაორება არის ასახული პრადა 365-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში. კამპანიის ფოტოგრაფი ვილი ვანდერპერეა. კამპანიის რეკლამა რამდენიმე მოკლე ფილმის სახით არის წარმოდგენილი

Dior s/s 2019

Models: Ruth Bell & Selena Forrest

დიორის გაზაფხული/ზაფხულის 2019 წლის კამპანია სხეულის მოძრაობას ეხება:

‘’ჩემი სამუშაო დაკავშირებულია სხეულის ზეიმთან, რომელიც ტანსაცმლით გამოიხატება და იმ შესაძლებლობებთან, რომელსაც ის გვაძლევს, რათა საკუთარი თავი ისე წარვადგინოთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ.’’- ამბობს დიორის შემოქმედებითი ხელმძღვანელი მარია გრაცია ქიური

კამპანიაში წარმოდგენილია თავისუფალი, ბალერინის ქვედაბოლოების მსგავსი კოჭებამდე კაბები,ბოდეები და რაც მთავარია დიორის აიკონური Saddle Bag რომელიც ჯერ კიდევ ჯონ გალიანოს დიორში ყოფნისას შეიქმნა და ‘‘იტ’’ გოგოებისთვის აუცილებელი ატრიბუტი გახდა.

’ვიფიქრე ეს კოლექცია კარგი საშუალება იქნებოდა მისი კლასიკური სილამაზის აღსადგენად. ეს ჩანთა უნაკლო აქსესუარია იმ ბრძოლასთან გასამკლავებლად,რომელიც ყოველდღიური ცხოვრებაა’’– მარია გრაზია ქიური.

კამპანია ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჰარლი ვერმა გადაიღო.

ბრენდმა ასევე დიორ ედიქთის კამპანია გაავრცელა-კარა დელევინი დიორ ედიქთის ტუჩსაცხის ახალი სახეა.

თანამშრომლობის შესახებ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი,თუმცა სარეკლამო ვიდეო ახლა გავრცელდა. კარა დიორის კიდევ ერთი ხაზის “capture youth”ის კანის მოვლის საშუალებების სახეც არის.

Burberry s/s 2019

მოდელები:
Anok Yai, Sora Choi, Stella Tennant, Natalia Vodianova, Fran Summers, Rianne van Rompaey, Irina Shayk

ბარბერის გაზაფხული/ზაფხული 2019 წლის კამპანიისთვის რიკარდო ტიშიმ 6 ფოტოგრაფი გააერთიანა:

‘’ ბარბერის ახალი ერის ინტერპრეტაციისთვის  6 ფოტოგრაფი ავირჩიე, ყოველი მათგანი განსხვავებული ენერგიით,გამოცდილებითა და ხედვით. მინდოდა კოლაბორაციების საშუალებით  ამეხსნა,თუ რას წარმოადგენს ბარბერის საოცარი მემკვიდრეობა უამრავი განსხვავებული ადამიანისთვის- მილენიალებიდან ზრდასრულებამდე, ბრიტანელებიდან სხვა ეროვნების ხალხამდე’’.

კამპანია ნიკ ნაითმა, კოლინ დოდსონმა, დანკო შტეინერმა, ჰუგო კომტემ, პიტერ ლენგერმა და ლეტი შმიტერლომ გადაიღო.

Saint Laurent s/s 2019

მოდელები:
Mica Arganaraz,Freja Beha Erichsen , Abbey Lee Kershaw

ასიმეტრიული კაბები, 80-იანების სტილის მხრები,ჩოკერები და საყურეები-ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ენტონი ვაკარელოს სან ლორანის 2019 წლის გაზაფხლი/ზაფხულის კოლექციაში ვხვდებით. კამპანია კომოს ტბასთან,იტალიაში გადაიღეს. ფოტოგრაფი იურგენ თელერი.