დიორის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია ელინა კეჩიჩევამ გადაიღო – ბულგარეთში დაბადებულმა და საფრანგეთში მოღვაწე ფოტოგრაფმა, რომლის მხატვრული ღირებულების მატარებელ შემოქმედებასაც არაერთი ადამიანი გაუოცებია. ფრანგული მოდის სახლის მხრიდან ძირითადი კამპანიის გადასაღებად ის უჩვეულო არჩევანი იყო, შედეგიც, ბუნებრივია, განსხვავებული, თუმცა მეტად საინტერესო და მიმზიდველია.

კამპანიის ფოტოებში მოდელები დიდებული იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს, ნახატებში წარმოდგენილ კომპოზიციებს იმეორებენ, რომლებსაც ფოტოგრაფმა სინათლის ძალის დახმარებითა და ფერთა სათანადო განაწილებით ხასიათი შესძინა და თავისი კამერით აღბეჭდა. ელინას ხედვა, რომელიც მარია გრაცია ქიურის დიზაინს უკანა პლანზე წევს, მნახველს შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს.

Dior გაზაფხული/ზაფხული 2021
ფოტოგრაფი: ელინა კეჩიჩევა
სამხატვრო ხელმძღვანელი: ფაბიენ ბარონი
თმა: გუიდო
მაკიაჟი: პიტერ ფილიპსი
მოდელები: ლევი ახტოვენი, მარიელ უჩიდა, სკალი მეია, ჯუდიტ ფრამენტი, ჰოლი ფიშერი.