აღიარებული იაპონელი დიზაინერი, კანსაი იამამოტო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერის ოჯახის გავრცელებული განცხადებით, იამამოტო გასულ სამშაბათს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

Kansai Yamamoto


კანსაი იამამოტო 1944 წელს იაპონიაში დაიბადა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, კანსაი გახდა პირველი იაპონელი დიზაინერი, რომელმაც ჩვენება ევროპულ მოდის კვირეულში გამართა. იამამოტოს ევროპული დებიუტი ლონდონში შედგა. ლონდონში გაიცნო ბრიტანული მუსიკის, მოდის და სტილის ლეგენდა, დეივიდ ბოუი, რომელთან თანამშრომლობამ კანსაის კარიერა ახალ დონეზე აიყვანა.

David Bowie & Kansai Yamamoto
დეივიდ ბოუი Kansai Yamamoto -ს კოსტუმში


დევიდს აინტერესებდა იაპონია და მათი კულტურა, რადგან 60-იანების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში იაპონელებს არ ჰქონიათ მჭიდრო კავშირი დასავლეთთან, ჯერ კიდევ უცხო იყო დასავლეთში მათი ხელოვნება. კანსაის დევიდი აღმერთებდა, როგორც პირველ იაპონელ დიზაინერს, რომელმაც ლონდონში ჩვენება გამართა. კანსაის სტილი იყო იაპონური ბასარა, რაც თარგმანში ნიშნავს ექსესს, ექსტრავაგანტულს, ექსცენტრიულს, გადაჭარბებულს. კანსაის ჰქონდა პროტესტი გენდერული გამიჯნვის მიმართ მოდაში და როგორც ამბობდა, იგი კონკრეტულად არავისთვის არ ქმნიდა სამოსს, არც ქალებისთვის არც კაცებისთვის, რაც იდეალურად ერგებოდა ბოუის ესთეტიკას და ხედვას. იამამოტომ დეივიდთან ერთად შექმნა ომნისექსუალი უცხოპლანეტელი როკსტარი, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად გამოკვეთილი როგორც მამაკაცური, ასევე ქალური დამახასიათებლები.


ცნობილი იაპონელი დიზაინერი გასულ კვირას დაკრძალეს, საჯარო პანაშვიდი მოგვიანებით იგეგმება.