კანიე უესტის და ედი სლიმანის სიყვარულის ისტორია, რომელზეც წარმოდგენას კანიეს ფრაზები შეგვიქმნის
სლიმანის დრო დამთავრდა, რეპია ახალი როკ ‘ნ როლი, კანიე კი ყველაზე დიდი როკ ვარსკვლავი
„ედი სლიმანს თითქოს ჰგონია, რომ ახლა მისი დროა. კი, მას მართლაც აქვს მშვენიერი 5000 დოლარიანი ჯინსები. მშვენიერი რამეები აქ და იქ. მაგრამ კულტურას ჩვენ წარმოვადგენთ. რეპია ახალი როკ ‘ნ როლი. ჩვენ ვქმნით კულტურას. ჩვენ ვართ როკ ვარსკვლავები. ედი სლიმანისთვის ასე ერთი წუთით იყო! ერთი წუთით. ჩვენ ვართ ნამდვილი როკ ვარსკვლავები, უდიდესი კი მე ვარ. მე ვარ ნომერ პირველი როკ ვარსკვლავი პლანეტაზე.“
ედი სლიმანმა კანიეს სიმღერა „მე ღმერთი ვარ“ დააწერინა
„სიმღერები „შავი სკინჰედი“ და „მე ღმერთი ვარ“ მას შემდეგ დავწერე, რაც ედი სლიმანმა სან ლორანის თავის პირველ ჩვენებაზე არ დამიშვა. მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა.. უნდოდა ჩემი მისვლა, თუმცა მითხრა, რომ ამის გარდა სხვა ჩვენებებზე მისვლას ვეღარ შევძლებდი. ერთი წამით მეთქი. რედაქტორებს არ ეუბნები, რომ ისინი შენს რომელიმე ჩვენებაზე დასწრებას ვერ შეძლებენ. მე შენი ბიჭი არ ვარ. ვერ გამაკონტროლებ. მერე სტუდიაში მივედი იმ პროდიუსერებთან შესახვედრად, რომლებმაც მისი ჩვენებისთვის შექმნეს მუსიკა. და „მე ღმერთი ვარ“ და „შავი სკინჰედი“ შევქმენი.“
მაგრამ ედი საკუთარ თავს აღიქვამს ღმერთად
ჟურნალისტი: ამბობენ, რომ კანიე უესტი ღმერთმა გამოგზავნა, რათა ხალხს მოდის ახალი თაობის შექმნა ასწავლოს.
ედი სლიმანი: მაპატიეთ, არ მახსოვს ვინმე გამომეგზავნოს.