ტაირა ბენქსი Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

23 წლის წინ ტაირა ბენქსი გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც
Sports Illustrated Swimsuit-ის ყდაზე მოხვდა. რამდენიმე დღის წინ 45 წლის მოდელმა დაანონსა, რომ მოდაში ბრუნდებოდა, რათა SI-ის ყდა დაემშვენებინა. გარეკანი ბაჰამაში გადაიღეს. ეს ტაირასთვის SI-ს მესამე ყდაა.

“ეს ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკმარისად კარგები არ იყვნენ თავიანთი სხეულის, ასაკის, ყველაფრის გამო” – ტაირა ბენქსი

Photo: Laretta Houston/SPORTS ILLUSTRATED

ალექსა ჩანგი YouTube-ზე საკუთარ არხს ქმნის

ბრიტანელმა მოდელმა და ინფლუენსერმა, ალექსა ჩანგმა YouTube-ზე საკუთარი არხი შექმნა. ალექსას პირველი ვიდეო მისი მეტ გალას ლუქის შექმნის პროცესს გვთავაზობს.

ბრენდი კარლ ლაგერფელდი ჩვენებას პიტი უომოზე გამართავს

ბრენდი კარლ ლაგერფელდი თავისი დამფუძნებლის პატივსაცემად ჩვენებას მოაწყობს. კარლ ლაგერფელდი 19 თებერვალს გარდაიცვალა პარიზში. ბრენდი რამდენიმე ღონისძიების მოწყობას გეგმავს, პირველი კი პიტი უომოზე გამართული ჩვენება იქნება. ბრიტანელი ქუჩის არტისტის, Endless-ის შექმნილი კარლ ლაგერფელდის პორტრეტი ინსტალაციის სახით ჩვენების ცენტრში განთავსდება. პორტრეტი 50 მაისურზეც იქნება დატანილი და ისინი პიტი უომოს ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი.

Karl Lagerfeld’s portrait by Endless – Karl Lagerfeld

კაილი ჯენერი კანის მოვლის საშუალებების ხაზს უშვებს

წარმატებული კოსმეტიკური ხაზის შემდეგ კაილი ჯენერი კანის მოვლის საშუალებებს უშვებს. ხაზის დებიუტი 22 მაისს KylieSkin.com -ზე შედგება.

“ჩემი მაკიაჟის ხაზის შექმნამ ბევრი რამ მასწავლა. დალოცვილი ვარ, რომ ამ ცოდნის ჩემს ახალ ბრენდზე მორგება შემიძლია. მთლიანი გუნდის, წარმოების, სრულყოფის ხელახლა შექმნა, გამოცალკევება ჩემი კოსმეტიკური ხაზიდან გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა აქ ვართ” – კაილ ჯენერი