დღეს სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი 18 წლის გახდა. პოდიუმზე კაიას დებიუტი 2 წლის წინ, კელვინ კლაინში რაფ სიმონსის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. მას შემდეგ გერბერი აქტიურად მიჰყვება სუპერმოდელი დედის ნაბიჯებს, ამშვენებს ვოგის წამყვან გამოცემებს, მონაწილეობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების შოუებში, რეკლამას უწევს ვერსაჩეს, შანელს, პრადას და სხვა არაერთ პრესტიჟულ მოდურ სახლს. მის დაბადების დღეზე გავიხსენოთ კაიას 5 ფრაზა, რომელიც ახალბედა ტოპ მოდელმა მოდურ ჟურნალებთან ინტერვიუებში გააჟღერა.

ახალ თაობაში თავის საყვარელ მოდელზე:

„ყოველთვის ვაკვირდებოდი კარლი კლოსს. როცა მოდელობა დავიწყე, საუკეთესო რჩევები მას ჰქონდა. კარლიმ მოდელობა დედაჩემზე პატარა ასაკში დაიწყო.“

სუპერმოდელ დედაზე:

„სინდი კროუფორდი , სუპერმოდელი, დედაჩემი არ ყოფილა. მან ძალიან კარგად შეძლო სამსახურის და ოჯახის გაყოფა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ბავშვობაში არც ვიცოდი, რომ მოდელი იყო, ან ცნობილი. სახლში სამსახური არასდროს შემოჰქონდა. სამსახური იყო სამსახური, სახლი იყო სახლი.“

რჩევაზე, რომელიც დედამ მისცა სამოდელო კარიერის დაწყების წინ:

„დედა ყოველთვის მეუბნება, რომ გაცნობიერებული მქონდეს როგორი იღბლიანი ვარ, თვალები კარგად გაახილე, არ დაიგვიანო, იყავი პროფესიონალი, ნუ იქნები დივა, მოშორდი ტელეფონს. არაჩვეულებრივად ნიჭერი ხალხის გარემოცვაში ხარ, შეიწოვე ინფორმაცია, მოუსმინე, უყურე, სიტუაციის მომენტში იყავი და გაერთე, ეს მოდაა.”

სუპერმოდელის სტატუსზე:

„სიტყვა სუპერმოდელი მსუბუქად არ უნდა გამოიყენონ, ეს სტატუსი უნდა დაიმსახურო, ახლა, როცა ჩემზე იყენებენ ამ სიტყვას, ხშირად ვამბობ, დრო მომეცით, ჯერ ადრეა.“

კარლ ლაგერფელდზე:

„ერთხელ „ჩემი შუპეტი“ მიწოდა,თავისი კატის სახელი. ვინც კარლს იცნობს, ყველამ იცის, მისი მხრიდან ეს რამხელა რამეს ნიშნავს.“