23 წლის მოდელმა Variety-ის Power of Women ჯილდო მიიღო, გთავაზობთ ამონარიდებს მოდელის სამადლობელი სიტყვიდან, სადაც მან ისაუბრა სოციალურ მედიასა და ბანგალდეშში მოგზაურობაზე.
“ლიმბოში ცხოვრების მიუხედავად, ამ ქალებსა და ბავშვებს აქვთ სურვილი, მეტი გააკეთონ, უკეთესები იყვნენ, მიიღონ უკეთესი განათლება, რომ ცხოვრება გაიუმჯობესონ. როდესაც ვუთხარით, რომ UNICEF-ს შეუძლია მათის ხვადასხვანაირად დახმარება, ისიც ვკითხეთ, თუ რა უნდათ ყველაზე მეტად, და მათი პასუხი იყო იდენტობა, მათ იდენტობა უნდათ.”
“დიახ, შეგვიძლია დონაცია, დიახ, შეგვიძლია მათი დახმარება და თითოეული დონაცია მართლა ეხმარება და გადაარჩენს ადამიანებს. მე ვნახე ეს, თუმცა ეს არ არის ის, რაც მათ სურთ, რომ ჩვენ ვუთხრათ მსოფლიოს. ისინი ყველა ჩვენგანივით ადამიანები არიან. რას არ გააკეთებდნენ მოქალაქეობისთვის, იდენტურობისთვის და ხმის უფლებისთვის.”
“შეიძლება, საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და საკუთარი ცხოვრება ძალიან ამაღელვებელი იყოს, თუმცა უმეტეს ჩვენგანს აქვს იდენტურობის ნამდვილი საჩუქარი და საკუთარი თავის გამოხატვის ძალა. ძალა, რომ ვისაუბროთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავისთვის საუბარი და ძალა, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ.”
“ზოგჯერ უსიამოვნო განცდა მაქვს სოციალური მედიის მიმართ, თუმცა როდესაც ჩემი UNICEF-თან ერთად მოგზაურობის დოკუმენტირება მოვახდინე, მივხვდი მის ნამდვილ ფასს – ვიღაც გისმენს. იყავი ხმა სხვისთვის, მხარი დაუჭირე სხვას, გააძლიერე სხვა, ვინმეს უთხარი როგორ შთაგაგონებს ის. უარყოფით კომენტარებს, ცუდ ენერგიასა და ჩვენს არასწორ დასკვნებს უფლებას ვერ მივცემთ ჩამოგვაშოროს იმის კეთებას, რაც ვიცით, რომ შეგვიძლია ჩვენი პლატფორმით ვაკეთოთ.”
“ბანაკში ყოფნისას არავინ ვარ. მე იქ ღიმილისთვის ვარ, ვიღაცასთან მომენტის გაზიარებისთვის ვარ. როდესაც წამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, მინდოდა ყველაფერი, რაც გონებაში მქონდა, ჩემს მობილურში გადამეტანა, რომ მსოფლიომდე მიმეტანა. მინდოდა, ხალხს ჩემთან ერთად გაეზიარებინა ეს.”
ჯიჯიმ მადლობა გადაუხადა დედამისსა და ბებიას:
“ორივე მათგანი ჩვენს ოჯახში დამოუკიდებლობისა და ინტეგრირების სინათლეა. ვერც კი ავხსნი, რა საოცარი შეგრძნებაა მისაბაძად გყავდეს მათნაირი ქალები.”
მადლობა გადაუხადა ბელას, მარიელს, ალანა ჰადიდსა და “არჩეულ დებს” რომლებიც ესწრებოდნენ ცერემონიას:
“მადლობა ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს თქვენი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. თქვენ ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კრეატიული, კეთილი და ლოიალურები ხართ და თითოეული თქვენგანი თავისებურად შთამაგონებთ.”