ვოგის იტალიურმა გამოცემამ 2020 წლის სექტემბრის ნომერი გამოაქვეყნა. ტრადიციულად, იტალიური ვოგი ყველაზე გვიან ვრცელდება. ამჯერად, ემანუელ ფარნეტის ხელმძღვანელობით, Vogue Italia 100 გარეკანს გვთავაზობს. Mark Borthwick – ის გადაღებულ პორტრეტებზე ცნობილ მოდელებთან ერთად აქტივისტებიც არიან გამოსახულნი. ყდაზე მოხვდნენ: თეთრკანიანი, შავკანიანი, აზიელი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, მუსლიმი, ქრისტიანი, ლგბტ, პლუს ზომის ადამიანები, სუპერმოდელები, ტოპ მოდელები, ინსტაგრამის, მაღალი მოდის, კომერციული მოდის, ახალი და ძველი თაობის მოდელები. მოკლედ, 100 გარეკანი ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს.
