ფრანკა სოცანის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. იტალიური ვოგის ლეგენდარული რედაქტორის დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუება და ტკივილი ფრანკას შემცვლელის, ემანუელ ფარნეტის საქმიანობისადმი დადებითი განწყობის შექმნას ართულებს. ამის ფონზე ფარნეტი მორიგ საკამათო ნაბიჯს დგამს.

იტალიურმა ვოგმა 2020 წლის პირველი ნომერი გამოაქვეყნა. იანვრის თვეში ჟურნალმა ფოტოსესიებზე უარი თქვა. გამოცემის ისტორიაში, პირველად, ყდაზე არტისტების ილუსტრაციები დაიბეჭდა. ინიციატივა ვოგის ახალ საერთაშორისო პლატფორმას, Vogue Values – ს უკავშირდება. ახალი ათწლეულიდან მოდის ბიბლიის ყველა ქვეყნის გამოცემა ვალდებულია გაითვალისწინოს ღირებულებები, რომელსაც ვოგის გამომცემელი კომპანია, ქონდე ნასტი აწესებს.

ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა Vogue Values -ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომელსაც ყველა გამოცემა თავისებურად წარმოაჩენს. ფარნეტის ხელმძღვანელობით, იტალიურმა ვოგმა ახალი ათწლეული რესურსების დაზოგვით დაიწყო. 150 ადამიანის 20 ფრენა, ორჯერ მეტი მგზავრობა მატარებლით, 40 მანქანა გადაღებებისთვის, 60 საერთაშორისო ჩაბარება ტანსაცმლის და სხვა ფოტოსესიებისთვის საჭირო პროდუქტების.

იტალიურმა ვოგმა ცნობილი და დამწყები არტისტების ილუსტრაციებით, იანვრის თვეში გარემოს ყველაზე ნაკლები ზიანი მიაყენა, თუმცა მოდის მოყვარულები შედეგით კმაყოფილები მაინც არ არიან.

ყდა #1: Lili Sumner by David Salle

ყდა #2 by Vanessa Beecroft

ყდა #3: Assa Baradji by Delphine Desane

ყდა #4: Ambar Cristal Zarzuela by Cassi A. Namoda

ყდა #5: Cover #5 Lindsey Wixson by Yoshitaka Amano

ყდა #6: Olivia Vinten by Milo Manara

ყდა #7: Felice Nova by Paolo Ventura