Camera Nazionale della Moda Italiana – ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია იტალიური მოდის მართვასა და პოპულარიზაციაზე, ახალ ჰუმანიტარულ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია უკრაინელი ლტოლვილების დახმარება და ინტეგრაცია იტალიურ სოციუმში. როგორც ფედერაციის თავმჯდომარე კარლო კაპასა აღნიშნავს, იტალიურ მოდაში, უკრაინელი ლტოლვილებისთვის, უკვე შექმნილია 150 სამუშაო ადგილი.

“ევროპა ძლიერ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. როგორც დაწესებულებას და როგორც ადამიანებს, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ხალხის დახმარებაში,” – აღნიშნავს კაპასა.

რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან, უკრაინის ტერიტორია დატოვა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა. მათი უმრავლესობა პოლონეთმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა შეიფარეს.

Tags :