ეს უბრალოდ იოჯი იამამოტოსადმი მიძღვნილი ოდაა.
დიზაინერისადმი, რომელიც სხვებისგან განცალკევებით თავის გაკვალულ მისტიურ გზაზე მოსიარულე ყოველ სეზონზე აღფრთოვანებულებს გვტოვებს.
შემოქმედისადმი, რომელიც ყველაზე მეტად დაუახლოვდა კონკრეტულ ფერს, ყველაზე ღრმას, კომპლექსურს თანაც მარტივს, იდუმალს და მიმზიდველს.

„შავი ერთდროულად მოკრძალებულიცაა და მედიდურიც. შავი ზარმაცი და მარტივია — მაგრამ მისტიური. თუმცა, უპირველესყოვლისა, შავი ამას ამბობს: მე შენ არ გაწუხებ — ნურც შენ მომაბეზრებ თავს.“
იოჯი იამამოტო

მაესტროსადმი, რომელიც არჩეული გზიდან გადახვევის გარეშე მუდმივად სიახლეების ძიებაშია და არასდროს ჩერდება.

რევოლუციონერისადმი, რომელიც არაფრად აგდებს ტენდენციებს და პოდიუმზე რომანტიულ, დრამატულ, წინაარმდეგობრივ განწყობას ქმნის.
ორიგინალისადმი, რომელიც არასრულყოფილ სრულყოფილებას და ხარვეზიან მშვენიერებას ემსახურება.


The Schiaparelli “tear” dress © Philadelphia Museum of Art
კაბა 1938 წელს დალის ნახატის „Three Young Surrealist Women Holding In Their Arms The Skins Of An Orchestra“ შთაგონებით შეიქმნა. პატერნი ქსოვილის ჩამოხეულ ნაწილებს ჰგავს. ის სამგლოვიარო კაბაა, რომელსაც თან გრძელი ვუალი ახლავს და იმ პერიოდის ქაოსში გახვეულ და გარდაუვალი კომფლიქტური სიტუაციების მომლოდინე ევროპას ეხმიანება.
მეამბოხისადმი, რომელიც ჩვენს იდეას იწვევს სილამაზეზე და შეუდარებელ ალტერნატივებს გვთავაზობს.
ოსტატისადმი, რომელიც პოეტური სულისკვეთებით მოქმედებს.

„გონებაში ვყვირი, არ მოექცე ჩრდილში, ჩრდილში ყოფნა ძალიან კომფორტულია. ყოველ სეზონზე გავაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, ყოველ წელს, ყოველ მომენტში. შესაძლოა საქმიანობა არასდროს შევწყვიტო და მუშაობის პროცესში დავეცე, ეს კი ჩემი ოცნებაა. მზად ვარ ხალხი აღფრთოვანებული ან იმედგაცრუებული დავტოვო.“
იოჯი იამამოტო
გენიოსისადმი, რომელიც უკონკურენტოდ დარჩა.
