როგორც კინომოყვარულებისათვის უკვე ცნობილია, მალე მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ლედი დის შესახებ ახალი ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი გამოჩნდება. Spencer – ასე ჰქვია დაანონსებულ დრამას, რომელშიც პრინცესა დაიანას ცხოვრების ის ეტაპია აღბეჭდილი, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება და სამეფო ოჯახიდან წასვლა დაგადაწყვიტა. პრემიერა ახლოვდება და კონოსურათის შემქმნელები სულ უფრო მეტ სიახლეს გვთავაზობენ. პოსტერის გამოქვეყნების შემდეგ, ამჯერად,  ინტერნეტში ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა.

ბიოგრაფიული კინოსურათისადმი განსაკუთრებულ ინტერესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – ერთ-ერთი მათგანი მთავარი როლის შემსრულებელის ვინაობაა. ლედი დაიანას როლში კრისტენ სტიუარტს ვიხილავთ.

Spencer-ის პრემიერა 2021 წლის 3 სექტემბერს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. კინოთეატრებში კი, მისი ნახვა 5 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.