Uswitch-ის ახალი კვლევის თანახმად, ინტერნეტში იმ ბრენდებს შორის, რომელთა გაყალბებულ პროდუქციასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ, Rolex ლიდერობს. წლის განმავლობაში “ყალბი როლექსი” 228,000-ჯერ იყო საძიებო სისტემაში მოხვედრილი.

სიაში Rolex-ს Louis Vuitton მოსდევს, რომლის გაყალბებული ნაწარმიც 118,800-ჯერ იყო ონლაინ მოძიებული, მესამე ადგილს კი Gucci იკავებს – 87,600-იანი მაჩვენებლით. 

ათეულში ასევე წარმოდგენილია: Yeezy (37,200), Crocs (25,200), Nike (22,800), Balenciaga (21,600), Off-White (20,400), Vans (15,600) და Adidas (14,400). ოცეულში კი გვხვდება: Converse, Chanel, Versace, Ray-Ban, Burberry, Prada, Michael Kors, Moncler, Calvin Klein და The North Face.

© InStyle

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, ყველაზე ხშირად გუჩის ყალბი ქამარი იძებნებოდა (56,400). ყველაზე ხშირად მოძიებული ყალბი პროდუქტების ათეულში იტალიური ბრენდი კიდევ სამი ნივთით გვევლინება: “გუჩის ყალბი სლაიდებით” (სიაში მეორე ადგილი), “გუჩის ყალბი პერანგით” და “გუჩის ყალბი მაისურით.” ათეულში ასევე შესულია შემდეგი პროდუქტები: Yeezy Boost 350, Louis Vuitton-ის საფულე, Balenciaga-ს Triple S, Louis Vuitton-ის ქამარი, Yeezy SPLY 350 და Louis Vuitton-ის ზურგჩანთა. 

ყველაზე მოთხოვნად გაყალბებულ ბრენდულ ჩანთებს შორის Louis Vuitton პირველ ადგილს იკავებს, მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებს კი შესაბამისად Gucci, Prada, Chanel ინაწილებენ. მათ მოყვება: Michael Kors, Chloé, YSL, Celine, Hermès და Valentino.