4 დეკემბერს, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, რომელიც  შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველის სტატუსსაც ატარებს, ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა კაბით, რომელმაც ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. საქმე ისაა, რომ კაბა ძალიან ჰგავს კოსტიუმს ცნობილი დისტოპიური სერიალიდან – The Handmaid’s Tale.

შეხვედრის შემდეგ, ივანკამ ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე ფოტო გამოაქვეყნა. ამას მალევე მოჰყვა ინსტაგრამის ცნობილი ანგარიშის @dietprada-ს გამოხმაურება , რომელმაც ივანკას სამოსი “მხევლის წიგნის” ერთ-ერთი კასტის ჩაცმულობას შეადარა. მსგავსება ერთი შეხდვითაც ცხადია – იგივეა არა მხოლოდ კაბის ფერი, არამედ დიზაინიც. 

გაუგებარია, რატომ აარჩია ივანკამ ასეთი იმიჯი მაშინ, როცა დონალდ ტრამპი განსაკუთრებული სექსისტური დამოკიდებულებებით გამოირჩევა და ხშირად მის განცხადებებს ნახევრად ხუმრობით The Handmaid’s Tale-ში აღწერილი გილდიის იდეოლოგიასაც კი ადარებდნენ. ჰქონდა ივანკა ტრამპს რაიმე გზავნილი, თუ უბრალოდ სერიალის ესთეტიკით არის მოხიბლული – ეს უცნობია. თუმცა, ეს ფაქტი არაერთი სახაილისო კომენტარის და რამდენიმე ორიგინალური მიმის ინსპირაციად ნამდვილად იქცა.