“ჩემი ახალი კოლექცია ახალგაზრდა ბიჭებზე წარმომიდგენია. მსურდა უკან დავბრუნებულიყავი, წარსულში, როდესაც ნაკლები ნეგატიური აზრი გვაწუხებდა. როდესაც ახალგაზრდა ხარ და არ იცი რა არის ცხოვრება, უფრო ოპტიმისტური ხარ. გაქვს ძალა, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლო.” ამბობს ფენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სილვია ვენტურინი ფენდი მამაკაცის ახალ კოლექციაზე. კოლექციის საუნდტრეკად სილვიამ იტალიელი მუსიკოსის Not Waving-ის შემოქმედება შეარჩია და მისთვის ეს იყო ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზა, მაშინ, როდესაც ჩვენებას ისინი არა ფიზიკურად, არამედ სახლში გამოკეტილები, კომპიუტერის ეკრანიდან უყურებენ. ამ მიზეზით მან გადაწყვიტა ჩვენება მუსიკალური ვიდეოსავით სწრაფი, დინამიური და ძლიერი ყოფილიყო.

FASHION Magazine

კოლექცია საკმაოდ ფერადი იყო, რაზეც სილვიამ თქვა რომ ფერები იმედის გამოსახატად გამოიყენა, “ფერები ვიტამინებივითაა, მონოქრომით ვეცადე პარალელი გამევლო მომავალთან, რომელიც იმედი მაქვს ნათელი იქნება.” როდესაც თიმმა მას ჰკითხა, თუ რა არის ახლა ნორმალური, სილვიას თქმით, რაც ნორმად მიიჩნეოდა გუშინ, ხვალ ნორმა აღარ იქნება.

MF Fashion

კარანტინზე საუბრისას სილვიამ თავს “ანტისოციალური დამკვირვებელი” უწოდა და აღნიშნა, რომ ყოველთვის ერჩივნა ყოფილიყო პასიური და უბრალოდ დაკვირვებოდა სხვა ადამიანებს. “მე ახლა ჩემს კომფორტის ზონაში ვარ. არასდროს მიყვარდა ბევრი ხალხი. უბრალოდ ახლა სახლში ჯდომის გამო ნაკლებად დამნაშავედ ვგრძნობ თავს.”

სილვიამ და თიმმა ცოტა ნოელ ფილდინგთან კოლაბორაციაზეც ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ სილვიამ არ იცოდა, რომ ნოელი The Great British Bakeoff-ის წამყვანი იყო, სილვიას თქმით ნოელი მას მერე შეამჩნია, რაც მისი ნამუშევრები ნახა. “ახლა ბევრი რაღაცით უნდა იყო დაკავებული,” აღნიშნა ნოელის კარიერაზე საუბრისას, “მომწონს ადამიანებთან მუშაობა, ვისაც ასე მარტივად შეუძლიათ შეცვლა.”