მოდელობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. საკმარისია წარმოვიდგინოთ რამდენი გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდაა მსოფლიოში, რათა გავიაზროთ თუ რამხელა კონკურენციასთან გვაქვს საქმე.

სიმაღლე, აღნაგობა, სახე, სიარული, თავდაჯერებულობა, კომუნიკაციის უნარი, გამოცდილება, წარმატების მისაღწევად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა – საკმარისი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამოდელო ბიზნესში, რამდენადაც მნიშვნელოვანია კარგი გარეგნული მონაცემები, იმდენად – პროფესიონალი აგენტი, რომელიც მოდელს საჭირო დროს, საჭირო ბრენდს წარუდგენს.

ხშირად, მოდელის კარიერის აღმავლობის დასაწყებად საკმარისია მხოლოდ ერთი შოუ. თვალი გადავავლოთ დღეს უკვე შემდგარ ტოპ მოდელებს, რომელთა კარიერა ერთმა კონკრეტულმა ჩვენებამ შექმნა.


ანა ევერსი

გერმანელი ტოპ მოდელი, რომელსაც ხშირად კლაუდია შიფერს ადარებენ, ალექსანდრ ვენგის აღმოჩენაა. 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ანამ გახსნა Alexander Wang -ის შოუ. ამ ჩვენებამ ის მოდის საერთაშორისო რუკაზე განხილვად სახედ აქცია.

Alexander Wang – გაზაფხული/ზაფხული 2014

ჯოან სმოლსი

ჯოანის კარიერაში დიდი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც რიკარდო ტიშიმ ჟივანშის ექსკლუზიურ მოდელად აიყვანა. Givenchy-ის 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ – ამ ჩვენებამ სმოლსი სუპერმოდელად შექმნა.

Givenchy – გაზაფხული/ზაფხული 2010

ადუთ აკეჩი

საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ადუთი, ნაომი ქემბელის შემდეგ, პირველი შავკანიანი მოდელია, რომელმაც ვოგის ოთხივე გავლენიანი გამოცემა დაამშვენა, რათა მის წარმატებულ კარიერას გავუსვათ ხაზი. ეს ყველაფერი კი, 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დაიწყო, როდესაც ბელგიელმა დიზაინერმა, ენტონი ვაკარელომ ადუთი სან ლორანის დებიუტანტ მოდელად შეარჩია.

Saint Laurent – გაზაფხული/ზაფხული 2017

კრისტინა გრიკაიტე

2017 წლის ზაფხულის სეზონზე მიუჩია პრადამ საზოგადოებას ახალი სახე, კრისტინა გრიკაიტე წარუდგინა. მას შემდეგ, გრიკაიტე მოდის საყვარელ ტოპ მოდელად იქცა.

Prada – გაზაფხული/ზაფხული 2017

ანოკ იაი

სამხრეთ სუდანელი მოდელის კარიერის აღმავლობაც პრადას სახელთანაა კავშირში. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, ანოკი, ნაომი ქემბელის შემდეგ, გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც პრადას შოუ გახსნა.

Prada – გაზაფხული/ზაფხული 2018

იმან ჰამამი

რიკარდო ტიშის კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა. 2013 წელს იმან ჰამამი შეირჩა ჟივანშის შოუს გამხსნელ მოდელად. როგორც ხშირად ამბობენ, დანარჩენი უკვე ისტორიაა.

Givenchy – გაზაფხული/ზაფხული 2014