ქართველი მოდელი თათია ახალაია წამყვანი კოსმეტიკური ბრენდის – MAC-ის კამპანიაში გადაიღეს. კამპანია ტუჩსაცხის ახალი ხაზის – MAC Chili’s Crew-ისათვის მომზადდა.

თათია ახალაია იმ ქართველ მოდელებს შორის არის, რომლებსაც უკვე წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვთ. თათიამ სხვადასხვა დროს ითანამშრომლა მოდისა და სილამაზის ინდუსტრიის ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის – Givenchy Beauty, Dolce&Gabbana, Elie Saab, Miu Miu, Issey Miyake და ასე შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ თათია ახალაია სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან თანამშრომლობს.