გასულ წლებში, ზენდეია სტილის სიმბოლოდ იქცა. ახალგაზრდა მსახიობის ჩაცმის სტილსა და იმიჯზე ჩიკაგოელი სტილისტი – ლო როუჩი ზრუნავს. სწორედ როუჩის ჩართულობითა და ძალისხმევით, ზენდეიამ ამერიკის დიზაინერთა საბჭოსგან სტილის Icon-ის ჯილდო 25 წლის ასაკში დაიმსახურა. 

ახლახან, ლო როუჩი სტუმრად იმყოფებოდა პოდკასტში, სახელწოდებით  – The Cutting Room Floor, სადაც მან გაამხილა, რომ წლების განმავლობაში, ცნობილი ბრენდები ზენდეიას შემოსვაზე უარს ამბობდნენ.

“ვწერდი დიდ ხუთეულს: Chanel-ს, Saint Laurent-ს, Dior-ს, Gucci-სა და Valentino-ს, მათგან პასუხად ვიღებდი: “არა, მომავალ წელს სცადეთ.” იმ დროისთვის, როცა ზენდეია ამერიკული ვოგის ყდაზე მოხვდა, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ეს ბრენდები (წითელ ხალიჩაზე) მორგებული.” – აღნიშნა როუჩმა და იქვე დასძინა, რომ ხსენებული მოდის სახლების ნაწილი ზენდეიას წითელ ხალიჩაზე კვლავ არ ჩაუცვამს. “მე მათ ვუთხარი, თუ ახლა უარს იტყვით, უარი იქნება სამუდამოდ. სიტყვა შევასრულეთ, ზენდეიას (წითელ ხალიჩაზე) ჯერ კვლავ არ ჩაუცვამს Chanel, არ ჩაუცვამს Gucci, არ ჩაუცვამს Dior.”