Emmy-ის ფლობელი მსახიობი, 24 წლის ზენდაია ახალი Valentino-ს სახეა. სიახლე იტალიური მოდის სახლმა 4 დეკემბერს გაავრცელა. ზენდაია სამსახიობო წარმატებასთან ერთად, ე.წ. Fashion Icon-ადაც იქცა. მისი ვიზუალი წითელ ხალიჩაზე და ყოველდღიური სტილი თითქოს კონტრასტს ქმნის, თუმცა, ყოველთვის ორგანული და გემოვნებიანია. Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, პიერპაოლო პიჩოლი Zendaya-ზე საუბრისას ამბობს – “ის ჩემეული – თანამედროვე რომანტიზმის კონცეპტის ბუნებრივი გამოხატულებაა”

“ზენდაია ზუსტად განასახიერებს იმას, რასაც დღეს Valentino უჭერს მხარს – ის არის ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნიჭს საკუთარი თავის და მისი თაობის ღირებულებების გამოხატვისათვის იყენებს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ზენდაია Valentino-ს სახედ” – პიერპაოლო პიჩოლი.
უაკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, Zendaya დისნეის ვარსკვლავიდან, ახალი თაობის გამოკვეთილ მსახიობად იქცა. “ადამიანი ობობას” შემდეგ, ის HBO-ს ერთ-ერთი ახალი წარმატებული სერიალის EUPHORIA-ს მთავარ როლში ვიხილეთ. მოზარდების შესახებ გადაღებულ თინეიჯერულ დრამაში, ზენდაიამ საინტერესო და დამაჯერებელი პერსონაჟი შექმნა. ამით დაამტკიცა, რომ ის უკვე სერიოზული მსახიობია და აღნიშნული როლისათვის Emmy-ის ჯილდოც მიიღო. გარდა კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში წარმატებისა, ზენდაია გახდა Lancôme-ის და Bulgari-ის სახე, იმუშავა კოლექციის დიზაინზე Tommy Hilfiger-თან და გამოჩნდა არაერთი ჟურნალის გარეკანზე.