ჰოლივუდის კინოინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აქტიურად უჭერს მხარს ახალი თაობის მსახიობებს და მეტად სერიოზულად აღიქვამს მათ. ეს, შესაძლოა, სატელევიზიო სერიალების აქტუალურობამ, მათმა წარმატებამაც განაპირობა, ან თუნდაც, სოციალური ქსელები აღმოჩნდა კარგი ინდიკატორი იმისა, თუ ვის ადევნებს თვალს თანამედროვე მაყურებელი. ჰოლივუდის ვარსკვლავების ახალი სახეები არამხოლოდ წამყვანი რეჟისორების ფილმებში გვხვდებიან, არამედ სხვადასხვა ბრენდის სახედაც გვევლინებიან.
ზენდაია ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომლის პოპულარობა ბოლო პერიოდში საოცარი სისწრაფით გაიზარდა. 23 წლის მსახიობი უკვე ოქროს გლობუსის მფლობელია, რომელიც მან HBO-ს სერიალ EUPHORIA-ში შესრულებული მთავარო როლისათვის მიიღო. ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ ვთქვათ – ზენდაია დისნეის ვარსკვლავიდან, ჰოლივუდის ახალი თაობის წამყვან მსახიობად იქცა.
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020