ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით დემნა United24-ის ელჩი გახდა. ფონდი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გაღებული სახსრების შეგროვებაა.

Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი უკრაინისადმი თანადგომას ამჯერად სპეციალური მაისურის შექმნით გამოხატავს. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 100% ლტოლვილთა დასახმარებლად United24-ის ფონდში გადაირიცხება.