ლეომი ანდერსონი ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზია. მოსალოდნელი სიახლეა ბრენდისგან, რომელმაც ბოლო 2 გადაწყვეტილებით „მრავალფეროვნება“ შემოგვთავაზა. მოდელის პარამეტრებისთვის ჭარბწონიანი ბარბარა პალვინი, პირველი წითური ანგელოზი ალექსინა გრეემი და შავკანიანი ლეომი ანდერსონი. პროგნოზირებადი არჩევანია.

ლეომი ანდერსონი ბრიტანელი მოდელია, ის 1993 წელს ლონდონში დაიბადა. სამოდელო კარიერა 2010 წელს დაიწყო. მარკ ჯეიკობსი იყო პირველი დიდი ჩვენება, რომლისთვისაც აიყვანეს. ვიქტორია სეკრეტთან წლებია თანამშრომლობს. ამერიკული საცვლების კომპანიაში ლეომის დებიუტი 2015 წელს შედგა.

ლეომის კარიერა რამდენიმე დიდ მომენტს ითვლის, თუმცა ვიქტორია სეკრეტი საუკეთესოა მათ შორის, რაც ანდერსონის კარიერაში მოხდა. ბრიტანელი VS – ის 2018 წლის შოუში მონაწილეობდა და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა.

03:14 იხილეთ ლეომის გამოსვლა ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის ჩვენებაზე