ბარბერიმ რიკარდო ტიშის ხელმძღვანელობით სუნამოს პირველი სარეკლამო კამპანია გაავრცელა. ბარბერის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში შემოსილი ლილი ჯეიმსი My Burberry – ს სახეა.

ფოტოგრაფები: ინეზ & ვინუდი
ფოტოგრაფები: ინეზ & ვინუდი

ვიდეო:

11 ივნისს სუნამოების ახალი კოლექცია გაყიდვაში გამოუშვა პაკო რაბანმა. Pacollection გახლავთ პაკო რაბანში ჯულიენ დოსენას სუნამოს პირველი კოლექცია მას შემდეგ, რაც შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. კოლექცია ჯამში 6 სუნამოს აერთიანებს.

მოსკინოში კაცის პირველი სუნამო გამოუშვა ჯერემი სკოტმაც. ამერიკელმა დიზაინერმა მამაკაცის ახალი სუნამოს, Toy Boy -ს სარეკლამო კამპანია ინსტაგრამზე გაავრცელა. სუნამოს სახე ბრაზილიელი მოდელი ჯონათან ბურჯაკია, ფოტოგრაფი გახლავთ ჯამპაოლო სგურა.

დანიელ ლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით სუნამოს ახალი კამპანია გამოაქვეყნა ბოთეგა ვენეტამაც. იტალიური ბრენდის რეკლამაში ვიტორია ჩერეტი და საიმონ ნესმენი გვევლინებიან. ვიდეო