დღეს, 28 ნოემბერს, ვირჯილ აბლო გარდაიცვალა. სამწუხარო და მოულოდნელი სიახლის შესახებ ცნობილი აბლოს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გახდა. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, Louis Vuitton-ის კაცის ხაზის და Off-White-ის დიზაინერი ორი წლის განმავლობაში “იშვიათ, ავთვსიებიან სიმსივნეს, გულის ანგიოსარკომას” ებრძოდა.
“ყველანი გაოგნებულები ვართ ამ შემაძრწუნებელი სიახლით. ვირჯილი არა მხოლოდ გენიალური დიზაინერი და მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანი იყო, არამედ – ლამაზი სულის პატრონი და ბრძენი პიროვნება. LVMH-ს ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძნობს მის ახლობელ ადამიანებს, რომლებმაც მეუღლე, მამა, ძმა და მეგობარი დაკარგეს,” – ვკითხულობთ ბერნარ არნოს განცხადებაში.