2018 წლიდან ვირჯილ აბლო მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებში evian-ის კრეატიული მრჩეველია. გუშინ კომპანიის წყლის ბოთლის ახალი დიზაინი გავრცელდა, რომელიც აბლოს მიერ შეიქმნა.

© Instagram / evianwater

თუმცა ამ შემთხვევაში დიზაინი მეორეხარისხოვანია. ეს არის პირველი ბოთლი, რომელიც 100% გადამუშავებული მასალებისგან შეიქმნა, მისი ფორმა კი სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება. ბოთლი თითქოს ჩაქუჩით არის ჩაჭედებული.

“ნამდვილი გამოწვევა იყო evian-ის ბოთლის დიზაინის ხელახლა შექმნა; იმიჯის, რომელიც ჩვენს კულტურაში ასეთი გავრცელებულია,” – ამბობს ვირჯილი. “მინდოდა ისეთივე საკულტო ფორმა შემექმნა, როგორიც ბრენდი evian-ია და, ამავდროულად, წარმომედგინა თუ როგორ შეიძლება ძველი ბოთლების გამოყენებით პროდუქტის ხელახლა შექმნა. ახლა ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მდგრადობა დავნერგოთ; მჯერა, რომ შეგვიძლია სტატუს-კვოს დავუპირისპირდეთ და მომავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ.”

ბოთლის მოხმარება შესაძლებელი მიმდინარე წლის მარტიდან შერჩეულ ადგილებში იქნება.