დღეს, 29 დეკემბერს, ლეგენდარული დიზაინერი და აქტივისტი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა. განცხადება ბრენდის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ვივიენ ვესტვუდი დღეს, მშვიდ გარემოში და ოჯახის გარემოცვაში, ქლეფჰემში, სამხრეთ ლონდონში გარდაიცვალა.
ვივიენი ცხოვრების ბოლო წუთებამდე სიყვარულს ასხივებდა, მუშაობდა საკუთარ დიზაინზე, ხელოვნებაზე, წიგნზე და ცდილობდა მსოფლიო უკეთესობისკენ შეეცვალა. მისი ინოვაციური მეთოდები და გავლენა ბოლო 60 წლის განმავლობაში აღუწერელია და მომავალ თაობებს დარჩება.
ვივიენი თავს ტაოისტად თვლიდა. “ტაოიზმი სპირიტუალური სისტემაა. ტაო დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ტაო განიჭებს შეგრძნებას, რომ შენ კოსმოსს ეკუთვნი და გიკვალავს ცხოვრების გზას; ის გაძლევს იდენტობას და სიძლიერეს, იმისთვის, რომ განაგრძო ცხოვრება, გამოიყენო შენი ხასიათი და სრულად ამოწურო ცხოვრებისეული პოტენციალი.” [ვივიენ ვესტვუდის სიტყვები].
მსოფლიოს სჭირდება მეტი ვივიენისნაირი ადამიანი, რათა უკეთესობისკენ ცვლილებები განხორციელდეს.”
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპისთვის, მეტი დეტალი ვივიენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.