26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში ექსპერიმენტული პროექტის პრეზენტაცია შედგება.  საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი, სახელწოდებით –  ,,ვიბრაცია’’ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. პროექტის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილია. როგორც ნინო მგალობლიშვილი პროექტზე საუბრისას აღნიშნავს, ეს არის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებში სპეციფიკური დიზაინერული აზროვნების განვითარებაზე, განათლების ახალი შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემუშავებასა და სტუდენტებისათვის თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის უზრუნველყოფაზე. 

რაც შეხება გამოფენის ფორმატს, „ვიბრაცია“ მრავალფიგურიანი ინსტალაციაა, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს Op Art-ს, ქსოვილის ტექნოლოგიებს, ვიდეო არტს, ეკოპრინტსა და პაპიე-მაშე/Papier-mâché-ს. 

პროექტი ოთხ კონცეფციას აერთიანებს, თითოეული მათგანი წარმოადგენს განსხვავებულ ფორმატს და ორიენტირებულია მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა საპროექტო საქმიანობაში ჩართულობაზე.

გამოფენა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 დეკემბერს დაიხურება.

სტუდენტთა ჯგუფებს ხელმძღვანელობენ : ნინო მგალობლიშვილი, ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე, ნინო ჯაში.

სტუდენტები, კურსდამთავრებულები: ასლამაზაშვილი ნაო, აკოპიანი მილენა, ზურაბიანი დინარა, კერტიშვილი ნინი, კორობკოვი დიმა, ნიკვაშვილი ნია, ტაბლიაშვილი მარიამ, შერმანი დავითი, ხორნაული ბარბარე, ჯინჭარშვილი გვანცი.