სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწილიდან პირველი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფი ლუი ვიტონის სახეა, არ ველოდი, თუ ქორწილში ნიკოლა ჟესქიერის ლუი ვიტონს მოირგებდა, რადგან როგორც წესი, ნიკოლა ამ მიმართულებით არ მუშაობს. ტერნერის მსგავსად ჯონასმაც LVMH – ის ბრენდზე შეაჩერა არჩევანი, მას კრის ვან აშეს ბერლუტი ეცვა.

სოფი ტერნეტს აცვია ლუი ვიტონი
პირველი ოფიციალური ფოტო ქორწილიდან

ყურადღების ცენტრში იყო კიდევ ერთი ჯონასი თავისი მეორე ნახევრით. პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ. ვარსკვლავური წყვილი დიორის ჩვენებას დაესწრო. პრიანკას დიორის კაბა ეცვა. შოუს დასრულების შემდეგ, პრიანკა და ნიკი დიორის შემოქმედებით ხელმძღვანელთან, მარია გრაცია ქიურისთან ერთად კამერების წინ პოზირებდნენ.

ნიკ ჯონასი, პრიანკა ჩოპრა და მარია გრაცია ქიური

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ახალ სეზონზე სელინ დიონი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. განსაკუთრებული ყურადღება ვეტმანის ლუქმა მიიქცია.

სელინ დიონი პარიზის ქუჩებში

20 ივნისს დემნა გვასალიამ ვეტმანის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. კოლექციაში ბევრი რეფერენსი იყო ამერიკული კინო კლასიკიდან, თვალშისაცემია ოკეანის გული ტიტანიკიდან. კოლექციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პოპულარულმა ბლოგებმა (მათ შორის დაიეთ-პრადა) სელინ დიონის ფოტოებზე მონიშვნა დაიწყეს. ისინი მომღერლის სტილისტებს მოუწოდებდნენ ვეტმანის ახალი კოლექცია სელინისთვის მოერგოთ.

ვეტმანი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვეტმანი კოლექციაში ლეგენდარულ ფილმს იყენებს. 3 წლის წინ ბრენდმა ტიტანიკის პოსტერის პრინტით ჰუდი გამოუშვა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, ვინც კოლექცია მოირგო, სელინ დიონი იყო.

სელინ დიონი ვეტმანის ტიტანიკის ჰუდით 2016 წელს

ქართველი დიზაინერის, აკა ფროდიაშვილის შავი ლუქის წარდგენის შემდეგ, ლედი გაგა თავისი გამორჩეული სტილით კვლავ იქცევს ყურადღებას. ამჯერად ვარსკვლავი ალბერტ ფერეტის სამოსით გამოჩნდა.

Getty Images

პარიზში მოდის კვირეულს ესწრებოდა ქრისტინა აგილერაც. მომღერალი ჟან პოლ გოტიეს და ვიქტორ & როლფის ლუქებით გამოჩნდა.

ქრისტინა აგილერას ჟან პოლ გოტიეს ჩვენების დაწყებამდე

აგილერამ პარიზში ვიქტორ & როლფის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიური მოირგო, რომელიც ინტერნეტის ფავორიტი მიმ-კოლექცია გახდა.

ქრისტინა აგილერას აცვია ვიქტორ & როლფის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული