იტალიურმა მოდის სახლმა, Valentino – მ ახალი სუნამო, “Voce Viva” გამოუშვა. სუნამოს სახე ცნობილი მომღერალი და მსახიობი, ლედი გაგაა. მომღერლის და იტალიური ბრენდის თანამშრომლობაზე სიახლე ორი თვის წინ გავრცელდა, თუმცა სარეკლამო კამპანიიდან ფოტოები და ვიდეო გუშინ გამოქვეყნდა. სუნამოს სახელწოდება, “Voce Viva” იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „სიცოცხლის / ცოცხალი ხმა“. როგორც ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, პიერპაოლო პიჩოლი აღნიშნავს, ლედი გაგა, კარიერის დაწყებიდან დღემდე, ბევრისთვის იყო და არის მთავარი ხმა, არა მხოლოდ ვოკალური თვალსაზრისით.

კამპანია Inez & Vinoodh – მა გადაიღო. სარეკლამო რგოლში, ლედი გაგას Valentino – ს ესთეტიკისთვის დამახასიათებელი კაბა აცვია. რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, ოსკარის და გრემის მფლობელი მომღერალი, თავისი ბოლო ალბომის, Chromatica – ს ერთ-ერთ სიმღერას “A Sine From Above” – ს ასრულებს.

Tags :