ბრაზილიელი ტოპ მოდელი თანამედროვე სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. სამპაიომ საერთაშორისო აღიარება 2017 წელს მოიპოვა, როდესაც ვოგის ფრანგული გამოცემის პირველი ტრანსგენდერი ქავერ-მოდელი გახდა. მას შემდეგ, ვალენტინას კარიერა განსაცვიფრებელი სისწრაფით განვითარდა.
ამჯერად ბრაზილიელი მოდელი არმანის სილამაზის ხაზის სახედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ Armani Beauty -ის შემთხვევაშიც, სამპაიო პირველი ტრანსგენდერი ქალია, ვინც ბრენდთან კონტრაქტი გააფორმა. ვალენტინა იტალიური ბრენდის წითელი ტუჩსაცხების კოლექციას გაუწევს რეკლამას.
Lip Power – სწორედ ასე ჰქვია არმანის კოლექციას, რომლის სახეც ვალენტინა სამპაიოა. “წითელი ტუჩსაცხი ერთ-ერთია სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების იმ მცირე ჩამონათვალიდან, რომელსაც მახსოვს რომ დედაჩემი იყენებდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ჩემთვის წითელი ტუჩსაცხი არის სიმბოლო ზეიმის, ფემინურობის და სილამაზის,” – ამბობს მოდელი ახალ განცხადებაში.