Savage x Fenty-ის მეოთხე ჩვენების პრემიერა Amazon Prime Video-ზე 9 ნოემბერს შედგება. შოუზე ვიხილავთ ისეთ მოდელებს, როგორებიც არიან: კარა დელევინი, ფრეშეს ლი, ასევე ვიხილავთ პერფორმანსებს Anitta-სა და Burna Boy-სგან.
როგორც ყოველთვის, ჩვენებაზე მოდელებთან ერთად პერფორმანსს მოცეკვავეებიც უერთდებიან და საერთო ჯამში ჩვენება უდიდეს წარმოდგენად იქცევა. საინტერესოა კარა დელევინის დაბრუნების ხილვაც, მას შემდეგ რაც ინტერნეტში მისი შემაშფოთებელი ვიდეობი გავრცელდა. მანამ, სანამ სრული შოუს ნახვას შევძლებთ, Vogue რამდენიმე ექსკლუზიურ ფოტოს ავრცელებს.