საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონია უინძორების სამეფო სასახლეში გაიმართა. ერდემს ბრიტანეთის იმპერიის ბრწყინვალების მეხუთე კატეგორიის ორდენი მიენიჭა. ახალგაზრდა დიზაინერისთვის ეს პირველი სახელმწიფო ჯილდოა.

2003 წელს ერდემმა ლონდონში ხელოვნების სამეფო აკადემია დაასრულა. დიზაინერმა საკუთარი სახელობის ბრენდი 2005 წელს შექმნა. მას შემდეგ, Erdem ჯერ ბრიტანეთში, შემდეგ გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა. ერდემის მომხმარებლებს შორის არიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც.

ერდემ მორალიოგლუ დაიბადა კანადაში, გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ერდემი მამით თურქი, დედით კი, ინგლისელია. გამომდინარე იქიდან, რომ მორალიოგლუმ ბავშვობის, თინეიჯერობის და ზრდასრულობის წლები ინგლისელ დედასთან ერთად ბრიტანეთში გაატარა, მისი ინგლისური ხედვა, ესთეტიკა და იდენტობა ხშირად ჩრდილავს თურქულს.