კანის კინოფესტივალიდან გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულებამდე, გასულ თვეებში, მსახიობი სტილის მოულოდნელ ვარსკვლავად იქცა.
ჰეტევეის სახელი გაჟღერდა მოდის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ახლა ენი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Valentino, Bulgari, Armani. შედეგად, მისი წარმატება აისახა ვოგის გვერდებზეც. ჰეტევეი Vogue Hong Kong-ის ნოემბრის ნომერს ამშვენებს. გარეკანზე მსახიობს ჯორჯო არმანის სამოსი აცვია.
Vogue Hong Kong – 2022 წლის ნოემბერი
ფოტოგრაფი – Daniel Jackson