კანში კინოფესტივალი გრძელდება. გუშინ დამსწრე საზოგადოებამ “Lux Aeterna” იხილა. წითელ ხალიჩაზე სან ლორანის მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ბელგიელი ენტონი ვაკარელო სან ლორანის არმიით გამოჩნდა, მათ შორის იყვნენ: მსახიობები, რეჟისორები, ტოპ მოდელები. ყველა მათგანს სან ლორანის სამოსი ეცვა.

Charlotte Gainsbourg, Beatrice Dalle, Gaspar Noe, Anthony Vacarello

(Source: Eamonn McCormack/Getty Images Europe)

ენტონის გამოჩენამდე სან ლორანს კიდევ ერთი წარმდგენი ჰყავდა წითელ ხალიჩაზე. ვაკარელოს საყვარელი ტოპ მოდელი და მუზა, სან ლორანის ერთ-ერთი სახე, პოლონელი ანია რუბიკი. ანია წითელ ხალიჩაზე 17 მაისს და 18 მაისს გამოჩნდა, ტოპ მოდელმა ორივეჯერ სან ლორანი მოირგო.