პარიზულმა მოდის სახლმა, სამხრეთ აფრიკელ ფოტოგრაფთან, Henrik Purienne-თან თანამშრომლობით, ახალი ფოტოკრებული წიგნის სახით გამოუშვა. პურიენი სახელგანთქმულია სენსუალური და ეროტიკული ფოტოებით. არც სან ლორანის ახალი პროექტია გამონაკლისი.

Rive Droite Editions Purienne-ში ბრენდის უახლეს სამოსს იხილავთ, რომელთა დიზაინერი ბრენდის კრეატიული დირექტორი ენტონი ვაკარელოა. წიგნში ყველა ფოტო შავ-თეთრია და ისინი პარიზშია გადაღებული.

ეს მეოთხე წიგნია, რომელიც სან ლორანის გამომცემლობაში დაიბეჭდება. მანამდე, ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით, გამოიცა წიგნები ისეთ ვარსკვლავებთან კოლაბორაციით, როგორებიც არიან: ბეტი კატღო, დაიდო მორიამა და გრეი სორენტი. გასულ თვეში ერთჯერადი ჟურნალიც იქნა გამოშვებული, რომელიც ბრიტანელ სკულპტურების ფოტოგრაფს, დერეკ რიჯერს მიეძღვნა.