2020 წელს, მოდელმა ემილი რათაკოვსკიმ, ყველასათვის მოულოდნელად, ვრცელი ესე გამოაქვეყნა, რომელიც მისი პორტრეტის კომერციული მიზნებისათვის უნებართვდოდ გამოყენების შემთხვევას ეხებოდა. საუბარია ამერიკელი მხატვრის, რიჩარდ პრინსის გამოფენაზე, რომელზეც ცნობილი ვარსკვლავების ინსტაგრამიდან აღებული პორტრეტების მიხედვით შექმნილი პრინტები იყო წარმოდგენილი – მათ შორის იყო ემილი რათაკოვსკის ფოტოც, რომელიც ჟურნალ Sports Illustrated-ის ფოტოსესიის ფარგლებში გადაუღეს.

როგორც უკვე აღინიშნა, რიჩარდ პრინსმა ეს პრინტი მოგვიანებით გამოფენა-გაყიდვის შემადგენელ ნაწილად აქცია, თუმცა ნებართვა არავისგან აუღია. რათაკოვსკიმ ღია წერილის მეშვეობით, ხელოვანის ეს ქმედება საჯაროდ გააკრიტიკა, ე.წ. “ინსტაგრამის ნახატი” თავადვე შეიძინა და ამას “საკუთარი თავის გამოსყიდვა” უწოდა.

ამჯერად, რათაკოვსკიმ გადაწყვიტა, რიჩარდ პრინსის ეს ნამუშევარი ე.წ. NFT-ის ის სახით Christie’s აუქციონზე გაყიდოს. NFT ე.წ. არაჩანაცვლებადი ტოკენია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ციფრული ფაილების უნიკალური ბაზა ვიყიდოთ. ამ გზით, ჩვენ მიერ შეძენილი ფაილების კოპირებისაგან ვართ დაზღვეული და ვფლობთ ერთგვარ დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მისი კანონიერი მესაკუთრეები ვართ. გასაყიდად დაანონსებული ვიზიაულური ნამუშევარი არის ფოტო, რომელზეც რათაკოვსკი რიჩარდ პრინსის ამ სკანდალური ნამუშევრის წინ პოზირებს.

როგორც მოდელმა New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, ეს ერთგვარი საპასუხო ქმედებაა გასული წლის შემთხვევაზე. აუქციონი 14 მაისს გაიმართება.