თანამედროვე მოდის ბიზნესის თავისებურებებმა წითელ ხალიჩას ხიბლი დაუკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მღელვარება ყოველთვის იგრძნობა, იშვიათია ვარსკვლავი, რომელიც გვამახსოვრდება. ახლა მსოფლიოს ყურადღება კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩისკენ არის მიპყრობილი. წელს გამოვარჩევდი ელ ფენინგს, რომელიც უკვე 3 ლუქით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე: დიორი / დიზაინერი: მარია გრაცია ქიური, გუჩი / დიზაინერი: ალესანდრო მიკელე, ვალენტინო / დიზაინერი: პიერპაოლო პიჩოლი.
დიორის ვინტაჟური ლუქი, რომელიც ფრანგული სტილის იდეალად არის აღიარებული, გუშინ კანში ყველაზე დასამახსოვრებელი მოდური მომენტი იყო.
კრისტიან დიორი გასული საუკუნის 50-იანი წლები
ელ ფენინგი კანის 2019 წლის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე
ელის გუჩის კაბა კანის 2019 წლის კინოფესტივალზე
ელის ვალენტინოს კაბა კანის 2019 წლის კინოფესტივალზე