კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოდის ინდუსტრიაში, ორსული ტოპ მოდელები ერთადერთი კარგი სიახლეა. ჯიჯი ჰადიდის, რომი სთრაიდის, კოკო როშას შემდეგ, სიახლეს Victoria’s Secret – ის შვედი ანგელოზი, ელსა ჰოსკი ავრცელებს. ტოპ მოდელმა ორსულობის ამსახველი ფოტოები რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
Elsa Hosk სტოკჰოლმში 1988 წლის 7 ნოემბერს დაიბადა. სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში შვედურ სამოდელო სააგენტოში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ელსა ნიუ-იორკში მიიწვიეს, რასაც მოჰყვა მისი დებიუტი საერთაშორისო პოდიუმზე. ელსას ყველაზე ცნობილი თანამშრომლობა საცვლების ამერიკულ კომპანიას, Victoria’s Secret – ს უკავშირდება.
შვედი მოდელი ვიქტორია სეკრეტთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. 2017 წელს ელსამ Victoria’s Secret – ის გრანდიოზული შოუ გახსნა. ერთი წლის შემდეგ, მას ბრილიანტის ბიუსჰალტერის ტარებიც პატივიც ხვდა წილად.
ტოპ მოდელი 2015 წლიდან ბრიტანელ ბიზნესმენს, ტომ დალის ხვდება. ელსა და ტომი პირველ შვილს 2021 წელს ელოდებიან.