სიახლის შესახებ ლეგენდარულმა ლიბანელმა დიზაინერმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გააჟღერა. როგორც სააბი განმარტავს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ოტ-კუტიურ ტანისამოსს მამაკაცებისთვისაც შექმნის.
“ადამიანებს სურთ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ – ეს ასეა როგორც ქალის, აგრეთვე კაცის შემთხვევაში,” – ამბობს სააბი. როგორი იქნება სახელგანთქმული დიზაინერის ოტ-კუტიურ ხედვა მამაკაცებისთვის, ეს უკვე ვიხილეთ ახალი კოლექციის ჩვენებაზე.
Elie Saab – ახალი კოლექცია
2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ელი სააბის შოუში პირველად მონაწილეობდნენ მამაკაცი მოდელები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჩვენებით ყველასთვის საყვარელმა დიზაინერმა თავისი ბრენდის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო.