ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქებიდან 2 კვირის შემდეგ, წამყვანი ლიბანელი დიზაინერი, ელი სააბი მოდურ პრესას პირველად ესაუბრა.

ბეირუთში, სააბის ატელიეში, 200 ადამიანი მუშაობს, მათ შორის დიზაინერის შვილები. როგორც ცნობილი კუტიურიე იხსენებს, ეს მისი ცხოვრების ყველაზე გრძელი 15 წუთი იყო, რომელიც ისე გაიწელა, როგორც დღეები:

„დავინახე ჩემი შვილი სისხლში, ვერ ვიჯერებდი. მხარში იყო დაჭრილი, კარგადაა, მაგრამ ეს იყო 15 წუთი, რომელიც ჩემთვის ისე გაიწელა, როგორც 2 დღე“.

ელი სააბი შვილთან ერთად
ელი სააბი შვილთან ერთად

აფეთქებამ 178 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მძიმედ დაშავდა 6000, დაინგრა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა, მათ შორის სააბის ატელიე და სახლი. დაზიანდა მეორე ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის სამუშაო სივრცეც.

ბეირუთში დიზაინერის სახლის ხელახალი მშენებლობა მიმდინარეობს
ბეირუთში დიზაინერის სახლის ხელახალი მშენებლობა მიმდინარეობს
ბეირუთში დიზაინერის სახლის ხელახალი მშენებლობა მიმდინარეობს
ბეირუთში დიზაინერის სახლის ხელახალი მშენებლობა მიმდინარეობს

4 აგვისტოს მომხდარმა ტრაგედიამ სააბი თავისი ახალგაზრდობის ყველაზე მძიმე მოგონებებთან დააბრუნა. დიზაინერმა საკუთარი ბრენდი ბეირუთში 1982 წელს შექმნა, მაშინ, როდესაც ლიბანში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

„იგივე სუნი იდგა, როგორც მაშინ, ისეთივე მტვერი, დამსხვეული შუშები. ნამდვილად არ გვინდოდა ამის გახსენება, არ იყო საჭირო მსგავსი რამ ხელახლა გამოგვეცადა“.

ახალი ინტერვიუდან ასევე ცნობილი ხდება, რომ 20 აგვისტოდან სააბის გუნდმა მუშაობა განაახლა. დიზაინერი სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულისთვის ემზადება. მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და აფასებს მთავარს – ყველა მისი ახლობელი, თანამშრომელი ცოცხალი და ჯანმრთელია.