Netflix -ის გახმაურებული ისტორიული დრამის, The Crown -ის მეხუთე სეზონის პრემიერა 2022 წლის შემოდგომაზე იგეგმება. რეიტინგული სერიალის ფინალურ სეზონებში, პრინცესა დაიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი, ელიზაბეთ დებიცკი ასრულებს. ინტერნეტში უკვე არსებობს კადრები ახალი ეპიზოდების გადაღებებიდან.
მოსალოდნელი იყო, რომ სერიალის ახალი სეზონის წინ, მსახიობი მოდისთვისაც სასურველი სახე გახდებოდა. ცოტა ხნის წინ, Dior-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სამკაულების “La Rose Dior” ხაზის კამპანია, რომლის სახეც ელიზაბეთ დებიცკია.
Dior – “La Rose Dior”