ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, ქამალა ჰარისის მეუღლის, დუგლას ემჰოფის ქალიშვილი, ელა ემჰოფი პროენზა სქულერის ჩვენებაზე გამოჩნდა. ელამ საერთაშორისო ყურადღება 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მიიქცია, როდესაც საზოგადოების წინაშე მიუ მიუს ლუქით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, ელა უკვე მოდის ახალი ვარსკვლავია.
Proenza Schouler შემოდგომა/ზამთარი 2021
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ ისტორიული პოლიტიკური პროცესი ამდენ მოდურ მომენტს შემოგვთავაზებდა. თუმცა, ფაქტია, რომ მოულოდნელად, მოდა ინაუგურაციის მთავარ თემად იქცა. ახლა კი, ინაუგურაციის ახალგაზრდა სახეები, როგორებიც არიან ელა ემჰოფი და 22 წლის პოეტი, ამანდა გორმანი, მსოფლიოს წამყვანი სამოდელო სააგენტოს, IMG-ის სახეები არიან.