HBO-ს სერიალ “ეიფორიას” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ალექსა დემი პეტრა კოლინსთან ერთად, თანამედროვე ეროტიკული ზღაპრების ილუსტრირებულ წიგნს უშვებს. პეტრა კოლინსი მოდელი, მსახიობი და თანამედროვე არტისტია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ფოტოხელოვნებაა. სწორედ მან იმუშავა წიგნის ფოტოსესიაზე, ხოლო ილუსტრაციებისათვის თავად ალექსა დემიმ იპოზიორა.

როგორც კოლაბოტორები აღნიშნავენ, ორივე მათგანისათვის ფოლკლორი განსაკუთრებით საინტერესო იყო ადრეული ასაკიდანვე. სწორედ, ძველი ზღაპრებით შთაგონებულებმა შექმნეს ახალი ნამუშევრის კონცეფცია და მალე აუდიტორიას ტრადიციული ჯადოსნური ისტორიების ახლებურ ინტერპრეტაციას შესთავაზებენ.
პეტრა კოლინსის ფოტოსესიაში ალექსა დემიმ ზღაპრების გმირებად ქცეული თითქმის ყველა საკულტო მითოლოგიური პერსონაჟი განასახიერა – დაანონსებული წიგნის ილუსტრაციებში შეხვდებით ელფების, ფერიების, ქალთევზების და სხვა მსგავსი არსებების ესთეტიკით შექმნილ გმირებს.