“HBA shit is weak, you can keep that,” – ამ ფრაზით ეისაფ როქიმ 2014 წელს გამოსულ სინგლ Multiply – ში Hood by Air გადისა. ეს ის დროა, როდესაც HBA-ს აღმავლობა იწყება, როქის გავლენა მოდაში კი აშკარა ხდება.

Hood by Air მეტი იყო, ვიდრე ტანსაცმლის ბრენდი. ის ახალი ხმა იყო ამერიკულ მოდაში, რომელიც ახალი თაობის ავანგარდულ გამოხატულებას, queer კულტურის გამოვლინებას და ფეტიშის ახალი საგანს წარმოადგენდა. ბრენდი შავკანიანმა ჰომოსექსუალმა შეინ ოლივერმა შექმნა, რომლის 2013 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაც ბეისბოლის თეთრ კეპსა და ნეოპრინის ქურთუკში გამოწყობილმა როქიმ ამაყად დახურა.

რას შეიძლება მივაწეროთ ეისაფის მოულოდნელი და დამაბნეველი ნაბიჯი? ამაზე რეპერმა The Cut – თან ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნამდვილად გულისხმობდა იმას, რაც თქვა – რომ HBA სუსტი ბრენდია.

– ჟურნალისტი: რატომ თქვი ეს?

– ეისაფ როქი: იმიტომ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. მე გავაჩინე ის, ამიტომ მისი მოკვლაც შემიძლია.

გასულ წელს ეისაფი ამ თემას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა, ამჯერად ბრენდის მიმართ ლოიალურად განწყობილი. კერვინ ფროსტთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან შეინს ბრენდში წილი მოსთხოვა, რადგან დიდი წვლილი მიუძღვოდა მის პოპულარიზაციაში და თვლიდა, ამას იმსახურებდა.

„ორი წლის წინ შეინს ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, რომ არასწორად მოვიქეცი, რადგან მისთვის, როგორც შავკანიანი კაცისთვის ეს არ უნდა გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ ყველა სხვა დანარჩენზე ნიჭიერი იყო,“ – ამბობს როქი.

ეისაფი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეინი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომლის ჯერ კიდევ 2011 წელს შემოთავაზებულ იდეებს სხვები იყენებენ თავიანთ კოლექციებში. Hood by Air ბრუნდება, როქი კი იმედოვნებს, რომ ის და შეინი ისევ ითანამშრომლებენ.