ენდრიუ ბოლტონი და ვენდი იუ მეტ მუზეუმის კოსტიუმების გამოფენის კურატორები არიან. გამოფენის თემა კემპია და იგი 9 მაისს გაიხსნება. მეტ გალას თემის შთაგონება სუსენ სონტეგის ესეა ”ჩანაწერები კემპზე”. სონტეგი კემპს ხედავდა ყველაფერში, დაწყებული ფლეშ გორდონის კომიქსებიდან კარავაჯოს შემოქმედებით დამთავრებული. ის კემპს ”უჩვეულოს სიყვარულს” უწოდებდა.

გამოფენაში, რომელიც 9 მაისიდან 8 სექტემბრამდე გასტანს, წარმოდგენილი იქნება შემდეგი დიზაინერების ნამუშევრები: კრისტიან დიორი, ბალენსიაგა, მოსკინო, ჯერემი სკოტი და დონატელა ვერსაჩე. მეტ გალას წელს გუჩი აფინანსებს, ხოლო საღამოს ორგანიზატორებს შორის არიან: ანა ვინტური, ლედი გაგა, ჰარი სტაილსი, სერენა უილიამსი და გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე. მეტ გალას თემასთან დაკავშირებით და კემპის კარგად გასააზრებლად ვოგმა ამ თემაზე ფოტოსესია შემოგვთავაზა, რომელშიც ეზრა მილერი, კეინან ლონსდეილი და იდი ქემბელი მონაწილეობენ. ისინი სხვადასხვა დიზაინერების ყველაზე ”კემპ” ნამუშევრებს ირგებენ.

”მარტივია რისკზე არ წახვიდე, მაგრამ ეს კემპი არ არის” – კეინან ლონსდეილი

ლონსდეილს აცვია კაბა Thom Browne-ის fall 2019 კოლექციიდან, ხოლო მილერი Thom Browne-ის spring 2018 კოლექციის ერთ-ერთ ლუქშია გამოწყობილი:

Photographed by Ethan James Green, Vogue, May 2019

ლონსდეილი ვივიენ ვესტვუდის მე-18 საუკუნით შთაგონებულ ვარდისფერ კაბაში:

Photographed by Ethan James Green, Vogue, May 2019

”კემპი არის ქალი, რომელიც 3 მილიონი ბუმბულის მქონე კაბით გადაადგილდება” – სუსენ სონტეგი

იდი ქემბელს აცვია კაბა მოსკინოს spring 2016 კოლექციიდან:

Photographed by Ethan James Green, Vogue, May 2019

იდი ქემბელი მუგლერის კაბით, რომელიც გრემის წითელ ხალიჩაზე ქარდი ბიმ მოირგო:

Photographed by Ethan James Green, Vogue, May 2019