სიახლე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააჟღერა. “ჩვენ ავკრძალავთ ნებისმიერი ძვირადღირებული ნივთის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში, ეს პირდაპირი დარტყმა იქნება რუსული ელიტისთვის,” – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ძვირადღირებულ ნივთებში მოიაზრება ფუფუნების საგნები, როგორებიცაა: საიუველირო ნაკეთობები, სასმელები, ავეჯი, ძვირფასი ქსოვილები, აქსესუარები და ა.შ.