ჟიზელ ბუნდჩენი დიორის კანის მოვლის საშუალებების ახალი სახეა. სიახლეს WWD ავრცელებს. ბუნდჩენი, რომელმაც აქტიურ სამოდელო კარიერას თავი 2015 წელს დაანება, დიორის სარეკლამო კამპანიებში 2020 წლიდან გამოჩნდება.


ბალენსიაგა ინტერნეტში მომენტის ყველაზე ხშირად ძებნადი სპორტული ფეხსაცმლის ბრენდია. Triple S და Track ბოტასების წარმატებიდან გამომდინარე სიახლე მოულოდნელი არ არის. ბალენსიაგას კედები 2019 წელს ინტერნეტში 170,250 -ჯერ მოძებნეს. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა კომპანიებმა ნაიკი, ადიდასმა და პუმამ გადაინაწილეს.

Getty Images


ჯოდი კომერი ლუევეს ახალი სახეა. პოპულარული სერიალის Killing Eve-ის მსახიობი ესპანური ბრენდის კამპანიაში ლეგენდარულმა სტივენ მეისელმა გადაიღო.


ჯენიფერ ლოპესი ახალ სუნამოს უშვებს. მომღერალი და მსახიობი, რომელიც სუნამოების ბიზნესში 2002 წლიდან მუშაობს, ახალ არომატს გაყიდვაში 28 სექტემბერს გამოუშვებს. ჯეი ლოს ახალი ნამუშევრის სახელია Promise.


კაილი ჯენერმა თავის კოსმეტიკურ ბრენდს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შემატა. კაილი x ბალმანი კოსმეტიკური კოლექცია დღეს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოჩნდება. პარიზში დაგეგმილი იყო კაილის გამოჩენაც, თუმცა როგორც კარდაშიანების მილიარდერი წევრი წერს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებს საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლას.

კაილი ჯენერი და ბალმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ოლივერ რუსტანი